საქართველოში A/H1N1-ის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებულია 17 წლის ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელიც თბილისში შვედეთიდან დაბრუნდა.
ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის მკურნალობის კურსს სახლში გადის.
რაც შეეხება მეორე შემთხვევას იგივე დიაგნოზი თბილისში ჩამოსულ ამერიკელი ქალბატონს დაუდგინდა, რომელიც იმ გადამღები ჯგუფის წევრი იყო, რომელიც საქართველოში ფილმის გადასაღებად იმყოფებოდა. მან ქვეყანა უკვე დატოვა.
სულ საქართველოში ვირუსის უკვე 25 შემთხვევაა გამოვლენილი.
როგორც ცნობილია, ნოემბრის დასაწყისში საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან ამ ვირუსის გარკევეული რაოდენობის ვაქცინას მიიღებს, რომელიც მოსახლოებას უფასოდ გაუკეთდება.