საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის შეფასებით, რუსეთი შავ ზღვაში თავისი სამხედრო ფლოტის გაძლიერებას ცდილობს. აღნიშნული განცხადების საფუძველს მინისტრის მოადგილე სამხედრო ხომალდ მისტრალის შესყიდვა და ოკუპირებულ ტერიტორიებში დამატებითი სამხედრო ბაზების მშენებლობის სამზადისი აძლევს.
"ფაქტია, რომ აქტიურად გრძელდება რუსეთის სამხედრო აღჭურვა. რეალურად პირველი პრეცენდენტი არის რომ ნატოს წევრმა სახელმწიფომ ასეთი დიდი ხომალდი მიჰყიდა რუსეთს მაშინ, როცა მისი რიტორიკა და ქმედებები ჯერ კიდევ მკაცრად აგრესიულია. ამას ემატება ის, რომ დამატებითი სმახედრო ბაზების მშენებლობაზეა საუბარი. ბაზები, რომელთაც რუსეთი ყველა შეთანხმებას არღვევს. აღნიშნულის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთს შავ ზღვაში სკაუთარი სამხედრო ფლოტის გაძლიერება სურს", - განაცხადა კალანდაძემ.