29 მარტს 10 საათიდან 18 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის ტერიტორიაზე კომპაქტურად დასახლებულ დევნილებს, ხორნაბუჯის, ნაგომარის, მუხრანის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება: თემქის XI მიკრორაიონის I, II კვარტლების (ნაწილობრივ) და ავშნის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 15 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: გახოკიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.