საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით "ბოლომდე დაცულნი არ ვართ".
როგორც კალანდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დაეხმარება ქვეყანას მედობარი და მოკავშირე სახელმწიფოები.
"ჩვენს თავდაცვისუნარიანობაზე იმის მიხედვით შეგვიძლია ვიზრუნოთ თუ როგორ დაგვეხმარებიან მეგობარი და მოკავშირე სახელმწიფოები, მაგრამ იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ რუსეთი განაგრძობს მკაცრ რიტორიკას ამავდროულად ხდება მისი სამხედრო ტექნიკით აღჭურვა ჩვენ დაცულები ბოლომდე არ ვართ", - განუცხადა კალანდაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს.