დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, შეხვდა საქართველოში ვიზიტად მყოფ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა ბიუროს გენერალური დირექტორის მოადგილეს, ნობუკაცუ კანეჰარას.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონურ მხარეს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისათვის.