პარტია "თავისუფლების" ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტში ბრუნდება. ამის შესახებ მან გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
"კონსულტაციებიდან და პირადი მოსაზრებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე პარლამენტში შევიდე და დეპუტატის უფლებამოსილება აღვიდგინო", - აცხადებს გამსახურდია.
მისივე განმარტებით, ის საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების შემდეგ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებების შემსწავლელი კომისიის მუშაობაშიც ჩაერთვება. ამასთან, გამსახურდია არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფსაც შეუერთდეს.
"ვაპირებ, ასევე, უკანონო პატიმრების, პოლიტპატიმართა საკითხებსა და საზოგადოებისთვის საინტერესო სოციალურ თემებზე მიშვნელოვან აქტიურობას", - დასძენს გამსახურდია.
აღსანიშნავია, რომ მისივე თქმით, პარლამენტში დაბრუნების გადაწყვეტილების მიღებამდე მან შესაბამისი კონსულტაციები ევროპასა და ამერიკაში გამართა.
"სექტემბრის დასაწყისში ევროპასა და ამერიკაში ვიმყოფებოდი. მაინტერესებდა მათი აზრი პარლამენტში ჩემს შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით. მინდოდა ამ საკითხზე ჩემი პარტიის აქტივისა და საპატრიარქტოს წარმომადგენელთა დმაოკიდებულებაც გამეგო. მსურდა ჩემი გადაწყვეტოლბა შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის ადექვატური ყოფილიყო. არც ის მინდოდა საზოგადოებისთვის ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება მემცნო. ცუდია, როცა ადამიანი ჰოპს დაიძახებს და ვერ გადახტება", - აცხადებს გამსახურდია.
მისივე ვარაუდით, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ის საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებას სავარაუდოდ, ნოემბრის შუა რიცხვებიდან შესძლებს.