"ფრანგული ტექნიკის დახმარებით რუსებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე საათში დაიპყრონ აღმოსავლეთ ევროპის ნებისმიერი ქვეყანა", _ ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლონდონში საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის მიერ რუსეთისათვის "მისტრალის" და ჯავშანტექნიკის შესაძლო მიყიდვას შეეხო და საკითხის პირადად ნიკოლა სარკოზისთან განხილვის სურვილი გამოთქვა.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა მოსალოდნელ საფრთხეებზე.
"სამხედრო გემის რუსეთისათვის შესაძლო მიყიდვა მოულოდნელი და ძალზე სარისკოა. ჯავშანტექნიკის მიყიდვა კი ათჯერ უფრო სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.