საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პროგრესი ძალიან სერიოზულია, რადგან ქვეყანა და რეფორმები წინ მიდის.
"დღეს მიხეილ სააკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა. ის გამოქვეყნდება ალბათ დღესვე. ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალიდან კონსტიტუციორი ცვლილებები ძალაში იქნება. ამრიგად, პრეზიდენტს აღარ ექნება რაიმე ცვლილება ამ არასწორი მექანიზმის გამოყენების და ხელისუფლებას შეეძლოს უფრო მშვიდ ვითარებაში მუშაობა", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ამიერიდან, საქართველოში არჩევნების გარეშე, ვერავინ, ვერასოდეს ვერ შეცვლის ხელისუფლებას და იმ მთავრობას, რომელსაც ხალხის ნდობა აქვს.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით - 114 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ 25 მარტს დაამტკიცა.