საქართველოში ვიზიტით მყოფი პოლონეთის დელეგაცია დღეს ბათუმშიც ჩავა.
დაგეგმილია დელეგაციის წევრების შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც ბათუმში ლონდონიდან ჩაფრინდება.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის სახელმწიფო მდივნის, პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელის ალექსანდერ შჩიგლოს ხელმძღვანელობით პოლონეთის დელეგაცია საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდა.
დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივან ეკატყეშელაშვილს. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და პოლონეთის უშიშროების საბჭოებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტიხ გაფორმდა.