27 აპრილის შუალედურ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია.
სამტრედიაში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ემზარ შუბლაძე იქნება, ბაღდათის რაიონში კი, ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ (ხვიჩა) წიქორიძე იყრის კენჭს.
რაც შეეხება ნაძალადევის რაიონს, აქ კენჭს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაია იყრის.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ზემოაღნიშნულ ოლქებში კოალიცია „ქართული ოცნების" სიით გამარჯვებულ დეპუტატებს - თეა წულუკიანს, კახა კალაძესა და არჩილ კბილაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება საკანონმდებლოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის გამო შეუწყდათ. ამის გამო, სამივე ოლქში ხელახალი შუალედური არჩევნები 27 აპრილს ჩატარდება.