,,დემოკრატიული მოძრაობა" შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს", -განაცხადა ,,ღია ეთერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ მისი პარტია ყველა სხვა შემდგომ, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
,,ჩვენი პარტია შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიიღებას არ აპირებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის, პრაქტიკულად, გაგრძელება საპარლამენტო არჩევნებისა, რომელშიც ჩვენ მონაწილეობა არ მივიღებთ და მთელი ჩვენი რესურსი მივმართეთ იმისაკენ, რომ ,,ქართლ ოცნებას" მოეპოვებინა ის დამაჯერებელი გამარჯვება რომელიც მოიპოვა", -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ შუალედური არჩევნების დროს მიღებული სამი მანდატი პარლამენტში არაფერს არ შეცვლის.
შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები 27 აპრილს სამ საარჩევნო ოლქში სამტრედიაში, ბაღდათსა და ნაძალადევის რაიონში უნდა გაიმართოს.