დღეს ცნობილი ხდება მიმდინარე წლის 20 მარტს, თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე საკუთარ ავტომანქანაში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა და შემდეგ პოლიციას ჩაბარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია და საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული. მოკლულს ეჭვმიტანილისგან ოთხი შვილი ჰყავდა.
ირკვევა ისიც, რომ გარდაცვლილი თბილისის ერთ-ერთ საბავშვი ბაღში აღმზრდელად მუშაობდა.