აშშ-ის კონგრესი კანონპროექტს განიხილავს, რომელიც კიბერდანაშაულში მხილებულთათვის პატიმრობის ვადის გაზრდას ითვალისწინებს. დოკუმენტმა უკვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების და ციფრული ეპოქის თემაზე. სპეციალისტების განცხადებით, უნდა კარგად განისაზღვროს, თუ რა არის ნამდვილი კიბერდანაშაული.
დოკუმენტის ავტორები, კიბერდანაშაულის მაქსიმალური ვადის გაზრდას 15 წლიდან 20 წლამდე ითხოვენ. ამერიკის შეერთებული შტატების ინფრასტრუქტურის ქსელზე, კავშირგაბმულობის არხებზე, მართვის სისტემებზე შეტევისთვის, სასჯელის ვადა შეიძლება 30 წლამდე გაიზარდოს, ასევე, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციები იქნება მოპარული.
ამ დროისათვის, ჯერ ცნობილი არ არის, მიიღებენ თუ არა ამ კანონპროექტს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მკაცრი კანონპროექტი კონგრესმენების მიერ შესაძლოა იქნას მოწონებული იმ ფონზე, რომ ბოლო დროს ჰაკერების მხრიდან სახელმწიფო ქსელებზე შეტევების მუქარები გახშირდა. პენტაგონი დაცვის ახალი საშუალებების შექმნისათვის განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები