ტურისტები ისრაელიდან და ნორვეგიიდან, რომლებიც ბედუინებმა გაიტაცეს გათავისუფლებულნი არიან. გატაცებულები თავად ბედუინებმა გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბედუინებმა ტურისტები იმიტომ გაიტაცეს, რომ მათ ეგვიპტის ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელება ჰქონდათ განზრახული. ამ მეთოდით ისინი ცდილობდნენ ეგვიპტის ხელისუფლება ეიძულებინათ, რომ მათ ბედუინების ორი ნათესავი ციხიდან გაეთავისუფლებინათ.
მასალის გამოყენების პირობები