ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჯალალაბადში სულ მცირე შვიდი პოლიციელი დაიღუპა ტერორისტ -თვითმკვლელების პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
თავდამხსმელთა რაოდენობა შვიდი იყო. ერთ ერთმა მათგანმა ავტომობილს ცეცხლი წაუკიდა, სამი კი შენობაში შევიდა. რამდენიმე მათგანი პოლიციელებმა მოკლეს, რამდენიმემ კი თავი აიფეთქა. თავდამსხმელებმა ბოლომდე პოლიციის საგუშაგოში შეღწევა მაინც ვერ შეძლეს.
ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "თალიბანმა" აიღო.