ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ მისი კუთვნილი კომპანიის აქციებზე ფასების ვარდნა გამოიწვია. ეს ინფორმაცია მალევე იქნა უარყოფილი და ფასებმა კვლავ მატემა დაიწყო. ექსპერტები ეჭვობენ, რომ ბიზნესმენის იურისტები ამ ფაქტთან დაკავშირებით კომპენსაციის მიღებას შეძლებენ. ინფორმაცია აბრამოვიჩის დაკავების შესახებ პირველმა "РБК-ТВ" გაავრცელა.
აბრამოვიჩის წარმომადგენელმა ჯონ მანმა, რომელიც დაუღალავად უარყოფდა ყველა მედიასაშუალებასთან საუბარში ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ინფორმაცია აბრამოვიჩის დაკავების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება აცხადებს, რომ ბიზნესმენის იურისტები ამ საქმეს ყურადღებს მიღმა არ დატოვებენ.
ამავე დროს, ჯერ ჯერობით გაურკვეველია, უნდა ჰქონდეს თუ არა შეშფოთების საფუძველი ბერეზოვსკის უსაფრთოების სამსახურის ყოფილ უფროსს სერგიე სოკოლოვს, რომელმაც ასევე დაადასტურა ტელეეთერით, რომ აბრამოვიჩი დაკავებულია. თავოის წყაროებზე დაყრდნობით მან განაცხადა, რომ მას აშშ-დან დაურეკეს და უთხრეს, რომ დღეს "რომას დააპატიმრებენ". ამავე დროს ინფორმაციას აბრამოვიჩის დაკავების შესახებ ასევე ადასტურებდა "BUSINESS FM"-თან საუბარში ცნობილი ადვოკატი ალექსანდრე დობროვინსკი თუმცა მალევე მან თავად უარყო ეს ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტები აცხადებენ, რომ აბრამოვიჩის ადვოკატების მიერ კომპენსაციების მიღების პერსპექტივები ძალიან ბუნდოვანია. ბოლოს და ბოლოს მათი ფასის ვადნა ხანგრძლივვადიანი არ ყოფილა და ფასი მალევე დაუბრუნდა არსებულ ნიშნულს.
თავად აბრამოვიჩის მიერ ამ ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა, მეტიც, ჯერ ჯერობით ისიც გაურკვეველია თუ სა იმყოფება აბრამოვიჩი ამჟამად. ბოლო ინფორმაციით, იგი აშშ-ში იმყოფება.