ბიძინა ივანიშვილი მწუხარებას გამოთქვამს კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის გარდაცვალების გამო.
,,მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორის იოსებ კეჭაყმაძის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობ მის ოჯახს და მთელ საქართველოს.იოსებ კეჭაყმაძემ თავისი შემოქმედებით უდიდესი საგანძური შესძინა ქართულ მუსიკას. მისი საგუნდო მუსიკა და საგალობლები შედევრებადაა მიჩნეული.იოსებ კეჭაყმაძემ სხვა ჟღერადობა შესძინა ფალიაშვილის უკვდავ ჰანგებს, ჰიმნად აქცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქემ გაითავისა და შეიყვარა.იოსებ კეჭაყმაძის მუსიკალური ნაწარმოებები არასოდეს დაჰკარგავს მსმენელს და ყოველთვის დაამშვენებს ქართულ სამუსიკო ხელოვნებას", _ნათქვამია სამძიმრის განცხადებაში.