პარიზში ერთსქესიანი ქორწინებების მოწინააღმდეგეთა აქცია ცრემლსადენი გაზითა და ხელკეტებით დაშალეს. აქციის ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ აქციაში მონაწილეობას ნახევარი მილიონი ადამიანი იღებდა. პოლიციის მონაცემებით კი აქციის მონაწილეთა რიცხი 300 ათასი იყო.
ადამიანები საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში - ტრიუმფალურ თაღთან შეიკრიბნენ, ამის შემდეგ "ფრანს პრესის" ინფორმაციით, ათასობით აგრესიულად განწყობილმა ადამიანმა პოლიციის კორდონი გაარღვია და ელისეს მინდვრებზე შეიჭრა.
ორი ადამიანი დაპატიმრებულია. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი, რომელიც ჰომოსექსუალისტებს მშობლებად გახდომის საშუალებას მისცემს, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ თებერვლის შუა რიცხვებში მოიწონა.
აპრილის დასაწყისში ეს დოკუმენტი სენატმა უნდა განიხილოს.
მასალის გამოყენების პირობები