ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლების მიერ, რომან აბრამოვიჩი დააკავეს. დეტალების შესახებ, ამ დროისათვის, ცნობილი არ არის. ასევე გაურკვეველია ის, თუ რას უკავშირდება მილიარდერის დაკავება - მის ბიზნესს თუ ბორის ბერეზოვსკის სიკვდილს.
შეგახსენებთ, რომ რომან აბრამოვიჩმა 2012 წელს ლონდონის სასამართლოში ბერეზოვსკის საქმე მოუგო. ორი ოლიგარქის სასამართლოს მაშინ „საუკუნის შერკინება" უწოდეს. ჩხუბის მიზეზი მსხვილი რუსული აქტივები გახდა, რომელთა შორისაც იყო „სობნეფტის" აქციები და წილები ბიზესებში, რომელსაც ბერეზოვსკი 2001-2004 წლებში ბადრი პატარკაციშვილთან ერთად ფლობდა.