ამომრჩეველთა სიების მონიტრინგის ვადა შესაძლოა ერთი თვით გახანგრძლივდეს. დღეიდან ამ საკითხთან დაკავშირებით ცესკო-სა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსულტაციები დაიწყება.
ვადის გახანგრძლივების ინიციატივით "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია გამოვიდა. ინიციატივას მხარს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია უჭირეს.
პოლიტიკოსები სიების მონიტორინგის ვადების გახანგრძლივებას აუცილებლად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ არსებული ვადები რეგიონული სიების გადასამოწმებლად საკმარისი არ არის.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ რეგიონებში სიების გადამოწმება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რაც დამატებით დროს მოითხოვს.
ინიციატივა მისაღებია უმრავლესობისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვისაც. ვადების გახანგრძლივების შესახებ უკვე იმსჯელეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტშიც, მომდევნო კვირაში ინიციატივა ბიუროს სხდომაზე გავა.