საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილმა ილია ჭავჭავაძის სახელობის მესამე საჯარო სკოლა მოინახულა, გაესაუბრა მოსწავლეებსა და პედაგოგებს.
პრეზიდენტი ქართულენოვან სკოლაში სწავლების პროცესს გაეცნო. ილია ჭავაჭავაძის სახელობის სკოლაში 137 მოსწავლეა. მათ შორის თითქმის თანაბარი რაოდენობით არიან ეთნიკურად ქართველი და ეთნიკურად სომეხი მოსწავლეები.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ რეგიონში წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესების გამო, ქართული ენის სწავლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონული ენების ქარტიაზე მუშაობა ანტისახელმწიფოებრივია.
დღესვე მიხეილ სააკაშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებარე სადგურიც მოინახულა.