გარდაცვლილი ბიზნესმენის ბორის ბერეზოვსკის მეგობრებს ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ ალიგარქმა თავი მოიკლა. ბერეზოვსკის ყოფილი მეუღლე გალინა ამტკიცებს, რომ ცხედართან ახლოს შარფი იპოვეს. აღსანიშნავია, რომ სახლი, რომელშიც ბერეზოვსკი ცხოვრობდა სწორედ გალინას ეკუთვნოდა და ამიტომაც იგი შემთხვევის ადგილზე დაუშვეს.
ბერეზოვსკის ყოფილი მეუღლე აცხადებს, რომ აბაზანაში სადაც ბიზნესმენი გარდაიცვალა შარფი იპოვეს. თავის მხრივ, ბერეზოვსკის მეორე მეგობარი ნიკოლაი გლუშკო მიიჩნევს, რომ ბიზნესმენი შესაძლოა დაახრჩვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "Guardian"- ავრცელებს.
"ბორისი დაახრჩვეს. მას ეს ან თავად გააკეთა ან მას დაეხმარნენ. მე არ მჯერა რომ ეს თვითმлვლელობა იყო. ეს არ იყო ჩვეულებრივი სიკვდილი", _ აცხადებს გლუშკო.