არაბულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ თითქოს სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი კვირას საკუთარმა დაცვის წევრმა დაცხრილა. არაბულ საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით, „ნიუ იორკ დეილი ნიუსი" იტყობინება, რომ დაცვის წევრი წარმოშობით ირანელია. პრეზიდენტი მძიმე მდგომარეობაში დამასკოში, ალ-შამის საავადმყოფოში მიიყვანეს, ხოლო გზები სახელისუფლო ჯარების მიერ იყო გადაკეტილი.
სირიის არმიის წარმომადგენლებმა გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს. „ეს რომ სიმართლე იყოს, ისრაელის მედიას მის გავრცელებას ვერავინ დაასწრებდა. ამასთან, ასადს ირანელი დაცვის წევრები არ ჰყავს. პრეზიდენტი ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას", - აცხადებს „როიტერთან" სირიის ხელისუფლების წარმომადენელი.
სირიის კონფლიქტში, გაეროს მონაცემებით, 70 ათასი ადამიანია დაღუპული. კონფლიქტი 2011 წლის მარტიდან დაიწყო, როცა ოპოზიციის მასობროვ საპროტესტო აქციებზე ბაშარ ასადის პოსტიდან გადადგომა მოითხოვეს.
მასალის გამოყენების პირობები