უკრაინის თოვლისგან გასაწმენდად ბოლო დღეღამის განმავლობაში გამოვიდა 22 ათასზე მეტი ადამიანი, 5 ათასზე მეტი ტექნიკა, მათ შორის ვერტმფრენი "მი-8" და 22 თოვლგამწმენდი მატარებელი იქნა გამოყვანილი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახური ავრცელებს.
"მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობის მუდმივი ფუნქციონირების ობიექტების შეუფერხებლად მუშაობისათვის გამოყვანილი იქნა 22 ათას 346 ადამიანი და 5 ათას 344 ერთეული ტექნიკა, ვერტმფრენი "მი-8" და თოვლგამწმენდი ტექნიკა", _ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ "ბორისპოლის" საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, თუმცა ზოგი საერთაშორისო რეისის შესრულება მაინც ყოვნდება.
"უკრინფორმის" ინფორმაციით, აგვიანებენ რეისები ბაქოდან და მოსკოვიდან. დაყოვნება ეხება ლვოვისა და ხარკოვის რეისებსაც. გაფრენა დააგვიანდა მილანის, ვენისა და დუბაის მიმართულებით.