სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 83 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ექსპორტის 23 პროცენტი.
ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 47 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 13 პროცენტს. მესამე ადგილზე კვლავ აზოტოვანი სასუქების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 27 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2013 წლის იანვარ-თებერვალში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 103 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 77 მლნ.
აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზეა ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 75 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8 პროცენტი).
მასალის გამოყენების პირობები