დღეს, 19 თებერვალს, 10:00 საათზე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი ოფიციალურ შეხვედრას გამართავს პოლონეთის სახელმწიფო მდივანთან, პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელ ალექსანდერ შჩიგლოსთან.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, 10:50 საათზე, ხელი მოეწერება "2010-2011 წლებში პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შორის თანამშრომლობის გეგმას". დოკუმენტის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, 11:00 საათზე, ტყეშელაშვილი და შჩიგლო ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
შეხვედრა გაიმართება უშიშროების საბჭოს აპარატში (ინგოროყვას 7, სახელმწიფო კანცელარია, მე-7 სართული). ხელმოწერის ცერემონიალი და პრესკონფერენცია კი _ მთავრობის სხდომათა დარბაზში მე-12 სართულზე.