2013 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია აზერბაიჯანი (185 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (181 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (94 მლნ. აშშ
დოლარი).
2013 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1334 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 358 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს
(17 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 975 მლნ. აშშ დოლარს (8 პროცენტით ნაკლები). "საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-თებერვალში 617 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო
სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები