დღეს, 19 თებერვალს ქალაქ ინტერლაკენში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შვეიცარიის თავმჯდომარეობის მიერ ორგანიზებული კონფერენცია დასრულდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში ევროსაბჭოს საინფორმაციო ბიუროდან აცნობეს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შვეიცარიის თავმჯდომარეობის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანია, დაადასტუროს წევრ სახელმწიფოთა მიერ აღებული ვალდებულება ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ.
მინისტრები იმსჯელებენ სასამართლოს გრძელვადიანი ეფექტიანობის უზრუნველსაყოფი რეფორმების, ასევე იმ საშუალებების შესახებ, რომლებიც გააუმჯობესებს განჩინებათა აღსრულებაზე მეთვალყურეობასა და ადამიანის უფლებათა დაცულობას ეროვნულ დონეზე.
კონფერენციაზე ინტერლაკენის დეკლარაციისა და რეფორმის სამოქმედო გეგმას მიიღებენ.