აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ერაყში ჩავიდა. კერის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გავრცლებულა.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ის მოუწოდებს ქვეყნის ხელისუფლებას გაამკაცროს სირიასთან საზღვრის კონტროლი, რათა არ დაუშვან ერაყის ტეროტორიიდან ასადის რეჟისმისთვის იარაღის მიწოდების ფაქტები.
როიტერი მიჩნევს, რომ კერი ერაყის ხელისუფლებისგან ირანისთვის საჰაერო სივრცის დახურვას მოითხოვს, რათა თეირანმა ვერ შეძლოს სირისთვის იარაღის მიწოდება.
შეგახსენებთ, რომ სირიაში ორი წელია მიმდინარეობს შეიარაღებული დაპირისპირება, რომელსაც გაეროს მონაცმებით 70 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები