პაკისტანში, ჩრდილოეთ ვაზისტანის პროვინციაში, საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად, 17 ჯარისკაცი დაიღუპა.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.
ჩრდილოეთ ვაზისტანის პროვინცია ავღანეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, სადაც თალიბანისა და "ალ-ქაიდას" საკმაოდ მყარი პოზიციები აქვთ.
უნდა აღინიშნოს, რომ თალიბანის წარმომადგენელთა განცხადებით ისინი აპირებენ თავდასხმას ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტზე ფერვეზ მუშარაფზე, რომელიც პაკიტანში დღეს დაბრუნდა.
დასავლეთის მედია წერს, რომ ეს აფეთქებათ სწორედ მუშარაფის გაფრთხილების მანიშნებელი იყო.
მასალის გამოყენების პირობები