ოთხი წლის განმავლობაში სამშობლიდან გაქცეული პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი სამშობლოში დაბრუნდა.
მუშარაფი აპირებს სათავეში ჩაუდგეს საკუთარ პარტიას და მონაწილეობა მიიღოს მაისში დაგეგმილ არჩევნებში.
აეროპორტში მას მომხრეების დიდი ჯგუფი დახვდა, რომელბიც სკანდირებდნენ "გაუმარჯოს გენერალ მუშარაფს".
ექს-პრეზიდენტს ქვეყნის მოქმედმა ხელისუფლოებამ რამდენიმე სასამართლო საქმესთან დაკავშირებით ხელშეუხებლობის გარანტიები მისცა. შესაბამისად მუშარაფი დარწმუნებულია, რომ მას არ დააპატიმრებენ.
მოძრაობა თალიბანი კი აცხადებს, რომ ისინი პაკისტანის ყოფილ ლიდერს გაანადგურებენ, რადგან მან ქვეყნის ინტერესები გაყიდა.
მუშარაფმა სამშობლოში დაბრუნებამდე განაცხადა, რომ მას არ აშინებს თალიბების მუქარა და იგი თავდაცვისა და უსაფრთხოების ზომებს მიიღებს.