დღეს, 23 ოტომბერს, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს 80 წელი შეუსრულდა. თამაზ გამყრელიძე 2005 წლიდან მეცნიერებათა აკადემიას ხელმძღვანელობს. 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ფილოლოგიის განყოფილება სემიტოლოგიის განხრით. 1973-2005 წლებში მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორია, შემდგომ საპატიო დირექტორი და სამეცნიერო საბჭოს ტავმჯდომარე.
1966 წლიდან თამაზ გამყრელიძე სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის კათედრას ხელმძღვანელობს.
1999 წლიდან ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრის გამგეა. თამაზ გამყრელიძე არის ამერიკის მეცნიერებატა ნაციონალური აკადემიის წევრი, ამერიკის ხელოვნებათა და და მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, ევროპის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიის და ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, უნგრეთის მეცნიერებატა აკადემიის საპატიო წევრი, საქსონიის მეცნიერებატა აკადემიის წევრი, ლატვიის მეცნიერებატა აკადემიის წევრი, მეცნიერებათა ფილოსოფიის საერთაშორისო აკადემიის წევრი, ამერიკის ლინგვისტიკური საზოგადოების საპატიო წევრი, ევროპის ლინგვისტიკური საზოგადოების წევრი.
თამაზ გამყრელიძე იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს და ორი მოწვევის პარლამენტის წევრი. 1999 წელს თამაზ გამყრელიძე დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2000 წელს მას მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.