საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილის განცხადებით, ვანკუვერის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის განცხადებით, ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის მიზეზების გამოძიება ვანკუვერში გრძელდება და საბოლოო დასკვნები ამ ფაქტთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ერთ თვეში გახდება ცნობილი.
საგამოძიებო ჯგუფმა უისტლერის ტრასის დამპროექტებლები უკვე დაკითხა.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი ნოდარ ქუმარიტაშვილი ვანკუვერში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე საციგაო ტრასიდან სავარჯიშო დაშვებას ასრულებდა. ერთ-ერთ მონაკვეთზე სპორტსმენის ციგამ მართვა დაკარგა და ტრასის ბორტს შეეჯახა, რის შედეგადაც ქუმარიტაშვილი გარდაიცვალა.