საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები დღევანდელი სესიის დღის წესრიგზე მსჯელობენ.
როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით მუხლობრივი განხილვისთვის მიუბრუნდება.
დეპუტატები აცხადებენ, რომ დღეს სხდომათა დარბაზში შედარებით დაბალი ემოციური ფონი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ გშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ სიურპრიზები აღარ იქნება.
პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, წესით ცვლილებასთნ დაკავშირებით წინააღმდეგობა აღარ უნდა იყოს.
"წესით აღარ უნდა იყოს წინააღმდეგობა, იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ოპონენტები ამ ცვლილებას ეთანხმებოდნენ. უბრალოდ, მათთვის პრინციპული ამბავი იყო, რომ დაფიქსირებულიყო მათი თანამონაწილეობა და ხმის მოცემის აუცილებლობა ამ შემთხვევაში", - განაცხადა იმერლიშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ ეს უბრალო არითმეტიკაა და უმრავლესობას უფრო ნაკლები დეპუტატი ჰყავს, ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებას სჭირდება.
საკონსტიტუციო ინიციატივა პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნასთან დაკავშირებულ საკითხზე გუშინ, პირველი მოსმენით გავიდა - 135 ხმა არც ერთის წინააღმდეგ.
კენჭისყრამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიღო გადაწყვეტილება სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების შესახებ. გამოკითხვაში საკონსტიტუციო ინიციატივას 93 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.