"ზაქარეიშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირევბით გაკეთებული განცხადებებით ყოველგვარ ზღვარს გადააცილა", _ აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას უმცირესობის წევრი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე შოთა მალაშხია.
მისი თქმით, მის მიერ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილისათვის დასმული კითხვები ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის შესაძლო ცვლილებას და აგვისტოს ომს ეხებოდა.
"მესამე კითხვა ეხებოდა კონფლიქტის მონაწილე ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების მხარედ აღიარების მცდელობას. ამას ნიშნავს პრაქტიკულად ჟენევის ფორმატის ცვლილება და მან თქვა, რომ თუ პოლიტიკური მოსაზრებები გამართლებულია ასეთ შემთხვევაში საინტერესო არ არის საერთაშორისო სამართალი. აბსოლუტურად არ შეიძლება, რომ ასეთი აზროვნების იყოს სახელმწიფო მინისტრი.
მინისტრი რომ ამბობდეს, რომ საერთაშორისო სამართალი არ აინტერესებს და აინტერესებს ზოგადი პოლიტიკა და მერე მოარგებს ამას სამართალს ეს არის წამოუდგენელი რამე. უპირველეს ყოვლისა ყველა უნდა სარგებლობდეს სამართლით, საერთაშორისო სამართლით - ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ", _ აცხადებს შოთა მალაშხია და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ დღეს დაკავებული პოზიცია მხარეებად აღიარების, ოკუპაციის, გამართლების მცდელობაა და სხვა არაფერი.
მალაშხია აღნიშმავს, რომ მისთვის ასევე მიუღებელია ზაქარეიშვილის პოზიცია რომელიც 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების დაწყებას ესება.
" იმისთვის, რომ მთელი ეს ყველაფერი გამართლებული იყოს ანუ მხარედ იქნან ცნობილნი სოხუმისა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმები, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ რუსეთს კი არ დაუშავებია არამედ ჩვენ დავაშავეთ.
მან აგვისტოს ამბებთან დაკავშირებითაც ყოველგვარ ზღვარს გადაააცილა სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებით. დაუსაბუთებელით რა თქმა უნდა. როდესაც ევროკავშირის, ნატო, გაერო, ეუთო ამბობს, რომ ეს არის ოკუპირებული და აქ მოხდა ეთმოწმენდა ზაქარეიშვილის პოზიციაა, რომ ომის საკითხები ხელახლა გადაისინჯოს.
ვკითხე თუ რა ინსტრუმენტებით აპირებთ ამის გაკეთებას იმიტომ, რომ პარლამენტის კომისია ამასთან დაკავშირებით არსებობდა, ეუთოს, გაეროს, ნატოს ასამბლეის დასკვნები არსებობს, აშშ ორივე პალატის დასკვნა არსებობს და სხვა და სხვა ქვეყნების და ამიტომ ამის გაკეთება თეორიულადაც წარმოუდგენელია. მაგრამ ეს არის სწორედ ე.წ. ენ-ჯე-ოს ანუ არასამთავრობოების დონეზე რაღაც განცხადებების გაკეთება, რომელიც რეალურად არ შეესაბამება მის სტატუსს ანუ ის ისევ დარჩა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელად", _ აცხადებს მალაშხია.
მასალის გამოყენების პირობები