ღაზას სექტორის მებრძოლებმა მშვიდობიანობა დააარღვიეს და ისრაელის სამხრეთ ნაწილისკენ ორი რაკეტა გაუშვეს. ეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ვიზიტის მეორე დღეს მოხდა. ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ კვარტალში, ქალაქ სდეროტში აფეთქდა, ხოლო მეორე დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა.
დადასტურებული მონაცემებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა და პასუხისმგებლობაც მომხდარზე არავის აუღია. ამის შესახებ „ასოშეითედ პრესი" იტყობინება.
ისრაელს და პალესტინელ მებრძოლებს შორის შეთანხმება 21 ნოემბერს იქნა მიღწეული. პირველი ის დაახლოებით ერთი თვის წინ „ჰამასმა" დააღვია, როცა ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა იქნა გასროლილი. ისრაელის არმიამ, თავის მხრივ, საპასუხო ცეცხლი გახსნა.
რაც შეეხება ობამას ვიზიტს, აშშ-ის პრეზიდენტმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს. როგორც „ბი-ბი-სი" იტყობინება, მთავარი თემა სირიის სიტუაცია, ირანის ბირთვული პრობლემა და პალესტინელ მებრძოლებთან მოლაპარაკებები იყო.