თუ არა გაქვთ ჩემი ნათესავების სრული სია, შემიძლია პროკურატურას მივაწოდო, - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ძალიან კარგი. ლოგიკურია. მე მამაც მყავს, სხვა ნათესავებიც. შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა ამ მიმართულებით. თუ არა გაქვთ სრული სია ჩემი ნათესავების, პროკურატურას მე შემიძლია მივაწოდო ეს სია", - განაცხადა მერაბიშვილომა.
საქართველოს მთავარი პროკურატურა ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორის, ვანო მერაბიშვილის დედის ჟენია მერაბიშვილის მხრიდან მოსწავლეებსა და სკოლის თანამშრომელზე ძალადობის ფაქტს სწავლობს.
პროკურატურა საკითხს განათლების სამინისტროს მიერ გაგზავნილი წერილის საფუძველზე განიხილავს.
გაზეთ "ვერსიის" ინფორმაციით, მთავარ პროკურატურაში აღნიშნულს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ თუ სისხლის სამართლის ნიშნები გამოიკვეთება, საქმე აღიძვრება და გამოძიებაც დაიწყება.