საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლონდონში ვიზიტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ მილიბენდს შეხვდა.
საუბრის მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია იყო.
გარდა ამისა, სააკაშვილმა შეხვედრები გავლენიან ბრიტანელ ექსპერტებთანაც გამართა. CHETHAM HOUSE -ში გამოსვლისას ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოში ეკონომიკის განვითარებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ რუსული ემბარგოსა და სამხედრო ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო არ ჩამოშლიდა და არსებობას განაგრძობს.
"რუსეთის მხრიდან ყველა ემბარგოს, პროვოკაციების, შემოჭრის, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ქვეყანაში ტოტალიტალური რეჟიმის ალტერნატივის შექმნა. მე ვარ იმ სამყაროდან, სადაც ხალხს ჰქონდა არჩევანი მხოლოდ მოჩვენებით თავისუფლებასა და ნამდვილ დიქტატურას შორის. ამის მაგალითია ელცინისა და პუტინის მმართველობები. ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ნამდვილი წესრიგის დამყარება შეუძლებელია ჭეშმარიტი დემკრატიის გარეშე. საქართველო ლიდერობს, რადგან იგი არის ევროპული ტრანსფორმაციის ლაბორატორიაა", - განმარტა სააკაშვილმა.