საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვმა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩი აჩალ კუმარ მალჰოტრა მიიღო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრის დროს განხილული იქნა საქართველოსა და ინდოეთს შორის მომზადებული შეთანხმებების ხელმოწერასა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებული საკითხები.
მხარეებმა ასევე კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო გაიხსნება. მათი შეფასებით, ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გარმავების პროცესს.