სოზარ სუბარი მზად არის, საჭიროების შეთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნას
სოზარ სუბარი მზად არის, საჭიროების შეთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნას.
როგორც სუბარმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა თუUსაჭირო გახდება, ოპოზიციის ერთიანობისთვის ამ ნაბიჯსაც გადადგამს.
სუბარმა აღნიშნა, რომ ოპოზიციასთან კონსულტაციებზე წინაპირობის გარეშე მიდიან და მოლაპარაკების პროცესში არაფერია გამორიცხული.
რაც შეეხება ალიანსის ნოღაიდელთან თანამშრომლობის საკითხს, სუბარის განცხადებით, ალიანსს "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსგან" განსხვავებული პოზიცია აქვს.
"იქიდან გამომდინარე, რომ ნოღაიდელის პარტია აკეთებს განცხადებებს, თითქოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპირება არ მომხდარა რუსეთის მიერ, ალიანსი ვერ შეძლებს ასეთ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას", - განაცხადა მან.