ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების დანერგვისა და განვითარების ჯგუფმა ბრიფინგი გამართა.
ბრიფინგზე ჯგუფის წევრებმა არჩევნებზე გამჭირვალობის მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო უბნებზე ვიდეო თვალის დამონტაჟებაზე ისაუბრეს (მათ შორის გამონაკლისი წესით შექმნილ უბნებზე). ჯგუფში არსებობს განსხვავებული მოსაზრებები.
თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების დანერგვისა და განვითარების ჯგუფი ფინანსთა სამინისტროს და დონორ ორგანიზაციებს ამ ინიციატივის ფინანსურ მხარდაჭერას სთხოვს.
ჯგუფი 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის შეიქმნა და მის შემადგენლობაში საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები შედიან (ნინო გოგუაძე ,,კონსერვატიული პარტია", დავით გურგენიძე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", გოჩა ჯოჯუა ,,ქრისტიან-დემოკრატიული პარტია" და გიორგი ჯავახიშვილი ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს").