კანადაში ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა, გია ნაცვლიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, გამოძიებამ ფარგლებში უკვე დაიკითა საციგაო ტრასის დამპროექტებლები და მშენებლები.
"დარღვეული იყო უსაფრთხოების ნორმები, გარდა ძალიან მაღალი სიჩქარისა, სპორტსმენი არ უნდა ამოვარდნილიყო საციგაო ტრასიდან", - განაცხადა გია ნაცვლიშვილმა.