რომის პაპს, ფრანცისკს არგენტინის კანონმდებლობის დარღვევა მოუწევს, თუ ის ვატიკანის მოქალაქეობას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. საქმე იმაშია, რომ პონტიფიკოსი ამ დღეებში ვატიკანის პასპორტს ელოდება, თუმცა, არგენტინის კანონები ორმაგ მოქალაქეობას კრძალავს. დღეს შედგება პაპსა და ქვეყნის პრეზიდენტს შორის შეხვედრა, სადაც, როგორც ვარაუდობენ, ეს პრობლემა იქნება განხილული.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი სკანდალი არ არის, რომელიც ახალი პაპის გარშემო აგორდა. რამდენიმე დღით ადრე, ის მკვლელობის დაფარვაში დაადანაშაულეს. როგორც ირკვევა, ხორხე ბერგოლომ რამდენჯერმე უარი განაცხადა სასამართლოს წინაშე წარდგომაზე, რომელიც 1970-იან წლებში, არგენტინაში ბავშვთა გატაცების, გაყიდვის და მკვლელობების საქმეს ეხებოდა.
ბერგოლო რომის ახალ პაპად 13 მარტს აირჩიეს. კარდინალთა საბჭომ ის მეხუთე ცდის შემდეგ, ხმის მიცემის მეორე დღეს აირჩია. ფრანცისკი პირველი ლათინოამერიკელი პონტიფიკოსი გახდა და პირველი რომის არაევროპელი პაპი ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში.