ერთ-ერთი იაპონური ტრადიცია -საკურის ყვავილობის დაკვირვებაა. აქ ერთაგვარი პროგნოზიც შეადგინეს, რომელიც საშუალებას იძლევა გაიგონ ზუსტად როდის მიაღწევს ყვავილობის ტალღა ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში.
2013 წლისთვის გაკეთებული ამ პროგნოზით იაპონიის უმსხვილეს კუნძულ ჰონსიუზე პირველი ყვავილი მარტის მეორე ნახევარში- აპრილის დასაწყისში უნდა გაშლილიყო.
მაგრამ, ბუნებამ თავად დაიჭირა თადარიგი და საკურა უჩვეულოდ ადრე აყვავდა.