ავტორიტეტულმა პორტალმა Glassdoor.com-მმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი წლის საუკეთესო გენერალურ დირექტორად დაასახელა. კომპანიის თანამშრომელთა ნდობის ხარისხი საკუთარი ბოსის მიმართ 99 პროცენტია.
50 საუკეთესო გენერალური დირექტორის რეიტინგი ყოფილი და ახლანდელი თანამშრომლების გამოკითხვის მიხედვით შედგა. ამ გამოკითხვების მიხედვით კი, პირველი ადგილი ახალგაზრდა მილიარდერს ერგო. გამოკითხულები კომპანია „ფეისბუქს" ახასიათებენ, როგორც „არაჩვეულებრივს", „ფანტასტიკურს", „შესანიშნავ ადგილს სამუშაოდ" და ასევე, არ ივიწყებენ იმის აღნიშვნასაც, რომ იქ ძალიან კარგი კვებაა. თანამშრომლების განცხადებით, ცუკერბერგთან მუშაობა მათთვის ნამდვილი სიხარულია.
მიუხედავად „ფეისბუქისათვის" მძიმე პერიოდისა (კომპანიამ აქციების ნაწილი გაყიდა) და მომხმარებლების არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა ახალი პროდუქტების და სერვისის წესების მიმართ, მარკ ცუკერბერგს თანამშრომლებში კოლოსალური რეიტინგი აქვს. ისინი ახალგაზრდა დირექტორის ახალი იდეებითაც აღფრთოვანებულები არიან.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საერთოდ ვერ მოხვდნენ მშვენიერი სქესის წარმომადგენელი გენერალური დირექტორები. ხოლო გასული წლის გამარჯვებული, კომპანია „ეფლის" დირექტორი ტიმ კუკი მხოლოდ მე-18 ადგილზე გავიდა.