წერეთლის გამზირზე ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. მომიტინგეები პოლიტპატიმრების და უკანონო პატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ.
როგორც "კონსერვატორმა" კახა კუკავამ განაცხადა, პატარა ლოკალური აქციები მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და მედიამ ყურადღება არ მოაკლონ პოლიტპატიმრების და უკანონო პატიმრების თემას.
"ამ აქციებს დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ მედიამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა პოლიტპატიმრების თემას ყურადღება არ მოაკლონ", - განაცხადა კახა კუკავამ და აღნიშნა, რომ მორიგი აქცია მომავალ კვირასაც, ხუთშაბათს, 12:00 საათზე მთავარ პროკურატურასთან გაიმართება.
"კოსერვატორების" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ამ მსგავსი მიტინგი ბრიუსელში, ევროკავშირის ოფისთანაც გაიმართება.
მომიტინგეები ეცდებიან უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მსოფლიოში ყველა დიდ ქალაქში გაიმართოს უკანონო პატიმრების მხარდამჭერი აქცია.