პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია თბილისის მერს შეთანხმების სრულად შესრულებას სთხოვს. ეს განცხადება ჯონდი ბაღათურიამ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც ბაღათურია აღნიშნავს, რამდენიმე ხნის წინ, ანტიკრიზისულმა საბჭომ ქალაქის მთავრობის წარმომადეგნლებთან ერთად ბაღათურიას სოციალური ინიციატივები განიხილა და მათ სრულად შესრულებაზე შეთანმხებაც შედგა.
თუმცა, როგორც ბაღათურია აცხადებს, თბილისი მერიამ ეს დაპირება დაარღვთა და მოსახლეობას წყლის დავალიანების მხოლოდ ნახევრის ჩამოწერა შესთავაზა.
`არადა, შეთანხმებული იყო, რომ წყლის დავალიანება პენსიონერებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სრულად უნდა ჩამოწეროდათ~, - აცხადებს ბაღათურია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯონდი ბაღათურია მერიის სხვა გადაწყვეტილებებს დადებითად აფასებს. თუმცა, მას შეთანხმების სრულად შეასრულებას და პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებისთვის წყლის დავალიანების, სრულად ჩამოაწერას სთხოვს.