მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" პარტიიდან ეკა ბესელიას გარიცხვას უარყოფს.
ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
"თეო ტლაშაძე ვერანაირად ვერ გარიცხავს პარტიიდან პარტიის გენერალურ მდივანს ეკა ბესელიას, რომელიც პარტიის წესდებით, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს", - ნათქვამია განცხადებაში.
პარტიის პრესსამსახურის შეფასებით, "მსგავსი ჭორები და არასასიამონვო ინფორმაცია დაინტერესებული ადამიანების მიერ არის გავრცელებული".
შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ, პრესაში გავრცელდა.