,,გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტების ლეგიტიმურ შეკითხვებს პასუხი არ გასცა", - განაცხადა ჟურნალისტებთან აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და სტუდენტების შეხვედრის შეფასებისას და აღნიშნა, რომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია უსაფუძვლოდ შეუჩერეს.
,,დღევანდელ შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობდა უნივერსიტეტის ავტორიზაციის შეწყვეტისთვის. მას შემდეგ, რაც სტუდენტებმა მინისტრს ლეგიტიმური შეკითხები დაუსვეს, მან კითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდა და შეხვედრა დატოვა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. როგორც მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა ის პასუხისმგებლობას იღებს სტუდენტების განათლებაზე და ყველა უმაღლესი სასწავლებლის საქმიანობა კანონის ფარგლებში უნდა ჩაჯდეს.