პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვაშინგტონში დღეიდან ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება თეთრი სახლის წარმომადგენლებთან უშიშროების საბჭოს წევრებთან, სენატორებთან და კონგრესმენებთან.
,,ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია უცხოეთში პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსით. იქნება სხვადასხვა შეხვედრები კვლევით ინსტიტუტებში. შეხვედრა მექნება კონგრესის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებთან ჩვენი საჯარო ბიბლიოთეკს Gგანვითარებასთან დაკავშირებით. ასევე შეხვედრები იქნება სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტებში, იქნება საჯარო გამოსვლები და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა და ამ საშუალებით ახალი მთავრობის ხედვებს გავაცნობთ ჩვენს პარტნიორებს", -განაცხადა ჟურნალისტებთან აშშ-ში გამგზავრებამდე დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილი აშშ-ში გვიან ღამით გაემგზავრა და იგი საქართველოში ერთ კვირაში დაბრუნდება. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან თედო ჯაფარიძე და ირაკლი ჩიქოვანი.